მიუღებელია ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება - ანა ფოტიგა


ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებსაც კოშმარს უწოდებს, ტვიტით ეხმიანება:

"მიუღებელია იერიში მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისზე და ასევე მიუღებელია ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება. საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ძალით, აგრესიითა და დამამცირებელი განცხადებებით ვერ მოგვარდება. ამ ღამის მოვლენები კოშმარი იყო. ჩვენ სხვანაირ საქართველოზე ვოცნებობთ", - წერს ანა ფოტიგა.