ბედნიერი ვარ დღეს, რომ ამდენ მოსიყვარულე გულებს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით - ანზორ მელია


პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს "ნაცინალური მოძრაობის" თავმჯდომარის მამამ, ანზორ მელიამ მიმართა. მან ნიკა მელიას ჯანმრთელობა უსურვა და მთავრობას უთხრა, რომ ხალხს ვერ დააჩოქებენ.

"მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღევანდელი დღისა, ბედნიერი ვარ დღეს, რომ ამდენ მოსიყვარულე გულებს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით, ეს წარმოუდგენელი იყო, იმიტომ, რომ არ მოველოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვებას. თქვენ ნახეთ, ნიკა თუ როგორი შემტევი, როგორი თავდაუზოგავი, როგორი ენერგიულია, მაგრამ ეს რომ თქვენ დაინახეთ, შეიყვარეთ, თქვენ რომ ეფერებით, რომ მლოცავთ მე, ჩემ მეუღლეს და ბავშვებს, ყველას დიდი მადლობა.

მე ვიცი, რომ ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო და ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერ ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება", - განაცხადა ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ.