რა თქმა უნდა, ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა ზიანი, თუმცა სასწორის მეორე მხარეს იდო სულ სხვა ღირებულება - სოზარ სუბარი


ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო და კანონს წინ ვერავინ დაუდგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა.

„რა თქმა უნდა, ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა ზიანი, თუმცა სასწორის მეორე მხარეს იდო სულ სხვა ღირებულება - არა რაღაც დროებითი ზიანი, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის საფრთხე, რომლისკენაც მიდიოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილი ოპოზიცია. ეს საფრთხე თავიდან აცილებულია. ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო და კანონს წინ ვერავინ დაუდგება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.