ღრმად ვარ შეშფოთებული "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას, ძალისმიერი დაკავების გამო - ჰანს ვან ბაალენი


"ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის" (ALDE) პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი, საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავების ფაქტს და ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმიანება.

"ღრმად ვარ შეშფოთებული "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას, ძალისმიერი დაკავების გამო. ამ ძალიან მგრძნობიარე პერიოდში, როცა სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, რასაც თან ერთვის პანდემია, ძალის გამოყენება, პოლიტიკური დაძაბულობის მეტად გაღვივება და განსხვავებული ხმების ჩახშობა არ არის ის გამოსავალი, რომელსაც საქართველო იმსახურებს.

დაუყონებლივ მოვუწოდებ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. პოლიტიკური განსხვავებები უნდა გადაიჭრას პარლამენტში და არა ოპოზიის ლიდერების ძალისმიერი და თვითნებური დაპატიმრების გზით", - ნათქვამია განცხადებაში.

"მოვუწოდებთ ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც მიმდინარე კვირას იკრიბებიან, გაუგზავნოს იგივე მძლავრი შეტყობინება საქართველოს ხელისუფლებას" - ამბობს ჰანს ვან ბაალენი.