უნივერსიტეტებში სწავლა აუდიტორიებში 15 მარტიდან აღდგება






სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით.

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ რეჟიმში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან.