გორელი ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწევები - რა აჩვენა კვლევამ


თვისებრივ კვლევაში მონაწილე ახალგაზრდები მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრისას სხვადასხვა საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი აზრით, პრობლემური საკითხებია: კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის საჭირო სივრცეები, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილები, მაგალითად, კინოთეატრი, კაფეები. ასევე, პრობლემურად მიიჩნიეს განათლების მიღებასთან, დასაქმებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

რამდენიმე ახალგაზრდამ მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის პრობლემაზეც გამახვილა ყურადღება. - რესპონდენტთა განცხადებით, 14-18 წლის ახალგაზრდები უფრო აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, ხოლო 19 წლიდან მათი აქტიურობის დონე იკლებს. ასევე, მათი თქმით, გოგონები უფრო აქტიურები არიან დაოჯახებამდე, ხოლო ბიჭებს დღემდე აქვთ მენტალობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც არ ერთვებიან ამა თუ იმ ღონისძიებაში. - გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის თქმით, გარდა დასაქმებისა და მიგრაციისა, პრობლემას წარმოადგენს საცურაო აუზების, კაფეების, კინოთეატრების მცირე რაოდენობა ან არარსებობა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალგაზრდების წინაშე მდგარ რამდენიმე პრობლემას ასახელებენ - ინტერნატთან წვდომის პრობლემა, განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, არაფორმალური განათლების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები, კინოთეატრის არარსებობა, ახალგაზრდული ცენტრების მცირე რაოდენობა და ტრანსპორტის პრობლემა.

კვლევა საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2020 წელს ჩატარდა.