რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ






საკოორდინაციო საბჭოს გადაწყეტილებით, რესტორნები მომხმარებლების მიღებას შიდა სივრცეებში დღეიდან შეძლებენ.

სარესტორნო ბიზნესს სტანდარტული რეკომენდაციების დაცვა მოუწევს, სიახლეა ის, რომ მათ არ ექნებათ 360-ზე მეტი სტუმრის მიღების უფლება და ცოცხალი მუსიკა პირველ აპრილამდე შეზღუდული იქნება.