ოპერაცია გავიკეთე და ვერ ვაქტიურობ, არ შემიძლია ბევრი წერა - ნახეთ როგორია ინგა გრიგოლიას ჯანმრთელობის მდგომარეობა


ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, 6 მარტს „ტვ პირველის“ ეთრში გასულ სიუჟეტს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული დროით ფიზიკური აქტიურობა არ შეუძლია.

”ოპერაცია გავიკეთე და ვერ ვარ აქტიური, ამიტომ ჩამენაცვლა გუშინ ანუნა ახალაია ეთერში( დიდი წარმატებით გამოუვიდა,ჩემზე ბევრად კარგად)იმედია,რაც გუშინ ტვ ,,პირველზე,, გავიდა, ამ ყველაფერს არ მოყვება ანგარიშსწორება გადაცემის ავტორზე,ჟურნალისტებზე და ტელევიზიის მფლობელზე, რომლის მამაზეც უკვე მოხდა ანგარიშსწორება ,ტვ ,,პირველის,, გამო ,სასამართლოთი, პროკურატურით და თავდასხმით ,რაც არავის გამოუძიებია. იმედია, გუშინ გასულ ჩანაწერებს არ მოყვება ანგარიშსწორება მთლიანად ტელევიზიაზე,რისი ღია ნიშნებიც და მოწოდებებიც უკვე სახეზე იყო ,ეთერში შაბათის ანონსის გასვლის შემდეგ ,,ოცნების,, და მათი პროპაგანდისტული არხების მხრიდან. არ შემიძლია დისკუსია და ბევრი წერა. ამიტომ ტყუილად ნუ შემომივარდებით მორალისტები,პასუხს ვერ გაგცემთ.” – წერს გრიგოლია