რესტორატორების განცხადებით, კომენდანტის საათი ბიზნესის სრულყოფილად ფუნქციონირებას ხელს უშლის
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, კომენდანტის საათი და შაბათ-კვირის ლოქდაუნი გარკვეული პრობლემების წინაშე აყენებს სარესტორნო ბიზნესს.
"ეს რეალურად სრულყოფილი მუშაობის მხოლოდ 20% წარმოადგენს. არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ რესტორანმა სრულყოფილად იმუშაოს. კომენდანტის საათი და შაბათ-კვირის შეზღუდვა გვიშლის ამაში ხელს,"-აღნიშნა ბურჯანაძემ.
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, ახლა მთავარი პრობლემა კომენდანტის საათია.