,,მაღაზიიდან ვბრუნდებოდი სახლში, გარაჟებთან 4 ბიჭი დამხვდა, რომლებმაც ჩემი გაუპატიურება სცადეს, სავარუდოდ ,,კაიფში" იყვნენ" - ნახეთ რა მოხდა გვიან ღამით


თითქმის ახლახანს მომხდარ ამბავზე მინდა გიამბოთ, რომელიც არავისთვის არ მითქვამს, ჩემი დაქალის გარდა. ახლაც ჩემი დაქალის ლეპტოპიდან ვწერ ამ ისტორიას.

მოკლედ, სანამ კომენდანტი იქნებოდა, ოქტომბერში, ნაქირავებ ბინაში გადავედი დიღომში, ბელიაშვილზე. მოკლედ ღამე მაღაზიაში გაპარვა მომიწია, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 17-ის ვარ, ჩემებს მაინც ეშინიათ ღამე ჩემი გასვლა და აღმოჩნდა, რომ მართლები იყვნენ.

მოკლედ, მაღაზიიდან უკან ვბრუნდებოდი და პატარა შესახვევივითაა, გარაჟებია. იქ 4 ბიჭი ისხდა, 4-ივე კაიფში იყო. 3 დაახლოებით 18 წლისები და 1 იყო პატარა, 16-ის იქნებოდა ალბათ. როგორც კი დამინახეს, 3 ბიჭი წამოდგა. მ17ეოთხე ისე იყო, ადგომის თავი არ ჰქონდა. მომიახლოვდა ერთი და მეუბნება, რა კაი ნაშა ხარო.

ხელი წელზე მომკიდა. ის-ის იყო, უნდა მეკივლა, გამიშვი ხელი მეთქი, რომ იმ წამსვე ჯიბეზე მიირტყა ხელი და მითხრა, დანა მიდევსო.

შიშისგან კანკალი დავიწყე.

ამ დროს მეორე მათგანი მოვიდა და ხელიდან მაღაზიაში ნაყიდი კოკა-კოლა და მიწის თხილი წამართვა.

პირველმა, ვინც იყო მათ შორის ასე ვთქვათ ლიდერი, დამიწყო ლაპარაკი, ახლა შენ ხომ იცი, 4-ივეს უნდა მოგვცეო და სიცილი ატეხა ამ ორმა. მესამე პატარა ბიჭი შეშინებული თვალებით იდგა ოდნავ მოშორებით, ხოლო მეოთხე ისეთ კაიფში იყო და ისე ეგდო სკამზე, საერთოდ ვერ აღიქვამდა სიტუაციას.

ერთი წუთი მიყურებდნენ გაშტერებულები. მე ვკანკალებდი, შიშისგან ხმასაც ვერ ვიღებდი.

უცებ პირველი ვინც იყო, ყველაზე დიდი, ჩაიცუცქა, თვალებზე ხელი მიიჭირა, რაღაცა ჩაიბურტყუნა თავისთვის. შემდეგ ადგა, გარაჟს ხელი მიარტყა გამომხედა და ძალიან წყნარად მითხრა, წადი აქედანო.

შიშისგან ვერ ვინძრეოდი.

- წადი-მეთქი, დროზე! - აუწია ტონს, შემდეგ თავის მეგობარს ჩემი წართმეული პროდუქტები ხელიდან გამოგლიჯა, მომცა და მითხრა წადი აქედან გთხოვო.

ნელი ნაბიჯებით ტირილ-ტირილით ვაგრძელებდი გზას. არ მჯეროდა, თუ რა მოხდა იმ 5 წუთში. ცოტა რომ მოვშორდი, სირბილით ავედი სახლში. მთელი ღამე ვტიროდი. ცხოვრებაში ეგრე არაფრის შემშინებია.

1 კვირა სახლიდან საერთოდ არ გავსულვარ. 1 კვირის მერე, რაღაცნაირად ოდნავ გამოვედი მდგომარეობიდან.

გარეთ ვიყავი, როდესაც ის ბიჭი დავინახე შორიდან. მანაც შემამჩნია, თვალი ვერ გამისწორა. 1 წამით შორიდან ამომხედა და იმ წამსვე თავი ჩახარა.

მის მერე რამდენი ქუჩაში მხვდება, სულ მერიდება.

ერთხელ ისეც მოხდა, რომ ავტობუსში დამინახა. მეც დავინახე. ჩასვლას ვაპირებდი, თავს ვერ გვრძნობდი კარგად მასთან ახლოს, თუნდაც 5 მეტრის მოშორებით, ხალხში... მაგრამ როგორც კი გაჩერდა, სანამ მე მივიდოდი კარებთან, ჩახტა და ფეხით გააგრძელა გზა.

ვერ გამიგია, ეშინია, რომ არ ვუჩივლო თუ ნანობს თავის დანაშაულს... საბენდიეროდ, ამ ამბავმა დიდხნიანი დაღი არ დამასვა. ადვილად გადავიტანე.