გიორგი გახარიას მილოცვა პირველკურსელებს






საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პირველკურსელებს სტუდენტობა საკუთარ facebook გვერდზე მიულოცა.

,,გილოცავთ პირველკურსელებო, თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.

იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა!

მათ კი, ვინც წელს ვერ შეძლო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, - გული არ გაიტეხოთ, კიდევ უფრო მეტად მოემზადეთ და მომავალ წელს აუცილებლად მიაღწიეთ მიზანს.

გისურვებთ წარმატებებს, თქვენ საქართველოს საუკეთესო მომავალი ხართ!- წერს გახარია.