ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში 13 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა






სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინოებმა, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

საერთაშორისო კონკურსი Sakura Award-ი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მერვედ ჩატარდა. მასში 32 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

წელს საკონკურსო ღვინოები186-მა იაპონელმა ქალმა შეაფასა.

2021 წლის მსგავსად, გასულ წლებში, სხვადასხვა ქართულ ღვინოს „საკურას“ კონკურსზე არაერთი უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული.

May be an image of one or more people, drink and indoor