ბასილაშვილის ისტორიული გამარჯვება - ქართველმა როჯერ ფედერერი დაამარცხა






დოჰას 250-ქულიანი ტურნირის 1/4-ფინალში როჯერ ფედერერს შეხვდა, სახელოვანი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ტეილორ ფრიტცს დაუპირისპირდება.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელმაც 5-მატჩიანი წარუმატებელი სერია სწორედ დოჰაში შეწყვიტა და ფედერერთან დაპირისპირებამდე ორი მატჩი მოიგო, შვეიცარიელთან პირველი სეტი 3:6 დათმო, მეორეში კი ძალიან დამაჯერებელი იყო და უდიდესი უპირატესობით, 6:1 დაამარცხა მეტოქე.

მესამე, გადამწყვეტ და ყველაზე დაძაბულ სეტში ბასილაშვილმა ბრეიკი მე-11 გეიმში შეასრულა, რის შემდეგაც საკუთარი ჩაწოდებაც მოიგო და ლეგენდარულ მეტოქესთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.