28 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის ბილეთების მფლობელებს ერთი ღამით გადაადგილების უფლება მიენიჭებათ






28 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის ბილეთების მფლობელებს ერთი ღამით გადაადგილების უფლება მიენიჭებათ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

„28 მარტს დაგეგმილი საერთაშორისო მატჩების, რომელიც გაიმართება რაგბში და ფეხბურთში, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სტადიონზე მატჩებს დაესწრება გულშემატკივართა 30%. რაგბის მატჩი გაიმართება 3 საათზე , ფეხბურთის მატჩი დაგეგმილია 8 საათზე და მოხვდება შეზღუდვების პერიოდში. ამიტომ, ბილეთის ყიდვისას მყიდველს ავტომატურად მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ“, - განაცხადეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ