ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა


ტოკიოში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირის მე-12 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო.

გამოცდილი სეკიტორების ორთაბრძოლა წუთზე დიდხანს გაგრძელდა. ტოჩინოშინმა ტაქტიკურად სწორად იმოქმედა და იაპონელი შიტატენაგეს ილეთით დააგდო დოჰიოზე.

მოგების შედეგად ლევან გორგაძეს ხუთი გამარჯვება და შვიდი მარცხი აქვს. დადებით ბალანსს ყველა დარჩენილი ორთაბრძოლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიაღწევს.