ძლიერი ხანძარი საცხოვრებელ ბინაში - ნახეთ რა ხდება შემთხვევის ადგილზე


ხანძარი იყო თბილისში - პეკინის 36 ნომერში, საცხოვრებელი ბინას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, საცხოვრებელი ბინა მთლიანად დაიწვა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. მეზობლების ვარაუდით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირია.