დრო იწურება, მზად უნდა ვიყოთ მეორედ მოსვლისთვის - პატრიარქი მეორედ მოსვლაზე


ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის,- ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვრაო წირვის შემდეგ, ქადაგების დროს გააკეთა.

„ჩვენთან არს ღმერთი! ჩვენი ცხოვრება ემსგავსება კიბეს; ერთი პირი მაღლა მიდის, მეორე – დაბლა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მაღლა მიდის. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ამ უკანასკნელ ჟამს ჩვენ ყველა მაღლა მიმავალ კიბეზე ვიყოთ.

მაცხოვარი ამბობს: „ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის. ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ობლად“,- განაცხადა პატრიარქმა.