დღეიდან ეკრძალებათ ზიარება - ნახეთ ვის და რა სასჯელი დაადო მეუფე სტეფანემ


დღეიდან ეკრძალება ზიარება, ვინც არ მოინანიებს - მეუფე სეტფანემ ეპიტამია (საეკლესიო სასაჯელი) დაადო ეპარქიის იმ ბერებს და მონაზვნებს, ვინც მისი წინააღმდეგია და "ამბოხში" კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

საკვირაო ქადაგება მღვდელმთავარმა მთლიანად ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებსა და დაძაბულ ვითარებას მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ეპიტამია სასულიერო პირებს მას შემდგ მოეხსნებათ, რაც მასთან მივლენ დ შენობას ითხოვენ.

"1 კვირას ვაძლევ ყველას, რომ გაიაზრონ რა პრობლემის წინაშე დგანან. ამის შემდგ დაბრუნება ძალიან გვიანი იქნება" ამბობს მეუფე სტეფანე.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა დღეს მეუფე პეტრეს "ცრუ" კიდევ ერთხელ უწოდა და ეკლესიის წინააღმდეგ, მიზანმიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა.