დანიელსონი საქართველოშია - ნახეთ როდის განახლდება მოლაპარაკებები ''ოცნებასა'' და ოპოზიციას შორის



შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი ქვეყანაში გუშინ, გვიან ღამით, ჩამოვიდა. კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებების პროცესს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხვალიდან დაიწყებს.

დანიელსონი ორივე მხარეს კომპრომისისიკენ მოუწოდებს.

"საჭიროა კომპრომისი, კომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს და არა სისუსტეს. კომპრომისი ევროპული გზაა და ის იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს" - განაცხადა მან.

ვიდრე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შედგება, მმართველი პარტია პოზიციების შეცვლას მაინც არ აპირებს და კონსტრუქციულ ნაბიჯებს ოპოზიციისგან მოითხოვს.

დანიელსონი საქართველოში, 3 დღე დარჩება.