''არ ააშენო, საშიში ზონაა'' - ვაშლიჯვრის მოსახლეობის პროტესტი


ვაშლიჯვრის მოსახლეობის პროტესტი - ერთ-ერთ სკვერში მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ადგილობრივები აქციას მართავენ.

მოსახლეობას ჯამში 4 ძირითადი მოთხოვნა აქვს:

1. გამოცხადდეს მორატორიუმი მშენებლობებზე მიმდებარე ტერიტორიაზე,

2. შეიქმნას დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფი,

3. დაწესდეს 24 საათიანი მონიტორინგი,

4. შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან ესტაკადის მშენებლობა და გასაჯაროვდეს გეოლოგიური ანალიზი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საფრთხე ყოველწუთიერია, მიწის დიდი მასა შესაძლოა ნებისმიერ წუთს წამოვიდეს, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება.