არ ვემორჩილებით, თუ განმაყენებს განმაყენოს ეკლესიის წინააღმდეგ ვერ წავალ - ჭყონდიდელი ბერი


ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს სასჯელს და განცხადებებს, ეპარქიის ბერები ეხმაურებიან და უსაფუძვლოს უწოდებენ.

ეპარქიის ბერები კიდევ ერთხელ ითხოვენ, მტკიცებულებებით გაამყაროს მეუფე სტეფანემ ის ბრალდება, რომელიც მან მეუფე პეტრეს წაუყენა.

"არანაირი საფუძველი არაა. ჩვენ ისეთს არაფერს არ ვითხოვთ. პირიქით, ჩვენ ვითხოვთ, მისი გაჟღერებულის დამტკიცებას და აქ ჩვენგან არანაირი დანაშაული არ იკვეთება, უბრალოდ გვინდა რომ გაირკვეს და დასასჯელი დაისაჯოს.

მას ჩვენ არ ვემორჩილებით, თუ განმაყენა, განმაყენოს, მაგ შემთხვევაში გინდა თუ არა, უნდა დაემორჩილო, ეკლესიის წინააღმდეგ ვერ წავალ.

ამას ყველაფერს უნდა გონიერება. ამის გასაღები არის მეუფის ჩამოყვანა. კრება დანიშნონ და მერე ყველაფერი გაირკვევა",-ამბობს ეპარქიის ბერი.