ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობას ტოვებს - ცნობილია როდის გადადგება ის


სომხეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან აპრილში გადადგება. ნიკოლ ფაშინიანი პოსტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად დატოვებს

"აპრილში გადავდგები თანამდებობიდან არა იმისთვის, რომ წავიდე, არამედ იმიტომ, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები"- ამბობს ფაშინიანი

არჩევნები სომხეთში 20 ივნისს ჩატარდება.