იტალიური პრესა: ხვიჩა კვარაცხელია, ქართული ფეხბურთის ახალი იმედია


„ხვიჩა კვარაცხელია, ქართული ფეხბურთის ახალი იმედია“, - აღნიშნული სათაურით, ცნობილმა იტალიურმა სპორტულმა ინტერნეტ გამოცემამ, Calciomercato-მ, საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

„კვარაცხელია არის გარემარბი, რომელსაც პრინციპში ორივე ფეხით შეუძლია კარგად თამაში. თუმცა მარცხენა ფლანგზე თამაში ურჩევნია, რადგან, ძირითადად

მარჯვენა ფეხით ურტყამს. ქართველი ფიზიკურად შესანიშნავად არის მომზადებული და დაჯილდოვებულია არაჩვეულებრივი დრიბლინგისა და პასის უნარით. უფრო მეტად სამუშაო მას დაცვით ასპექტში, თამაშის გაუმჯობესებაზე აქვს. თუმცა ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი, ამ კუთხითაც, თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს, რაც ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაშიც კარგად გამოჩნდა. მისი სატრანსფერო ფასი, დაახლოებით, 25 მილიონი ევროა და ამჟამინდელ კლუბთან, კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ხვიჩა კვარაცხელია, კახი კალაძის შემდეგ, რა თქმა უნდა ყველაზე საინტერესო ქართველი მოთამაშე და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ტალანტია“, - ვკითხულობთ სტატიაში.