“დამეხმარეთ, მიშველეთ, მშია, მტკივა, მიჭირს!!!” - თეა დარჩია ამაღელვებელ განცხადებას ავრცელებს


ცნობილი ქართველი მოცეკვავე, თეა დარჩია, საზოგადოებაში დაგროვილ ნეგატიურ ენერგიაზე, გახლეჩილობაზე, სიდუხჭირესა და შეცვლილ ქართველებზე წერს. განიცდის არსებულ რეალობას და ამბობს, რომ პირველად სცხვენია ქართველობის…

''ვიხრჩობი უკვე ამ ქვეყანაში ცხოვრებით!!! მახრჩობს ქვეყანა, რომელიც სიცოცხლესავით მიყვარს, მახრჩობს ხალხი, რომელთან ერთადაც დავბერდი, მახრჩობს ტყუილი, ყვენგან და ყველაფერში!!! ადამიანებს ვუსმენ და თან ჩვევათ მექცა სიტყვების მიღმა ტყუილის ძებნა!!!

მახრჩობს იმაზე ფიქრი, რომ მომავალი არ არსებობს, რადგან რაც მიყვარდა და რითაც ვსულდგმულობდი და ვეთაყვანებოდი, გაქრა!!! გაქრა ნდობა, ერთობა, სითბო, ურთიერობა, იმედი, რომ როდესმე რამე შეიცვლება, რომ როდესმე ჩემი საამაყო ქვეყანა და ხალხი სიმშვიდეს და ბედნიერებას ეღირსება. მეშინია ჩემი შვილების მომავლის!!! მეშინია, რომ ერთხელაც მომიბრუნდებიან და დიდი, ცრემლიანი და დაბნეული თვალებით მკითხავენ, ამ ქვეყანაში , რატომ გაგვაჩინეო??? მეშინია რომ პასუხი არ მექნება და ვერც ერთ მიზეზს ვერ ვეტყვი!!! მეშინია, იმის,რომ ერთხელაც გათენების შემეშინდება, რადგან სიცოცხლე აღარ მომინდება!!!'' - წერს თეა დარჩია