⚠ აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში - ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები (ფოტო)






არსებული ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, გაზი აფეთქდა. შემთხვევა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ადგილზე ამ დროისათვის სახანძრო სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. dianews.ge დამატებით დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.