ქართველი ათლეტი კონსტანტინე ჯანაშია "ციმბირის ფაუერ შოუს" გამარჯვებულია


ქართველი ათლეტი კონსტანტინე ჯანაშია "ციმბირის ფაუერ შოუს" გამარჯვებულია. პრესტიჟულ შეჯიბრებაში პროფესიონალი სტრონგმენები მონაწილეობდნენ. ჯანაშიამ ტურნირის პირველ დღეს 4 მოძრაობიდან ოთხივეში გაიმარჯვა, ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა ტურნირის გადამწყვეტ, ფინალურ ეტაპზე.

ორ მოძრაობაში ჯანაშია კვლავ საუკეთესო იყო. ქართველმა ათლეტმა უახლოეს მდევარს 10 ქულით გაასწრო და ციმბირის ტურნირზე დამაჯერებლი გამარჯვება იზეიმა.