დემოგრაფიული კრიზისი შიდა ქართლში - 2020 წელს რეგიონში 2961 ადამიანი დაიბადა, 3436 კი გარდაიცვალა


ქვეყანაში 2020 წლის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ დემოგრაფიული პრობლემებიც გამოიკვეთა.

2020 წელს, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 30 პროცენტიდან 28.4 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 66.1 პროცენტიდან 67.2 პროცენტამდე გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 3.8 პროცენტიდან 4.4 პროცენტამდე გაიზარდა.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 პროცენტით გაიზარდა და 50 537 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (13 878 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (764 კაცი).

2020 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.3 პრომილე შეადგინა.

რაც შეეხება შიდა ქართლს, - 2020 წელს რეგიონში 2961 ადამიანი დაიბადა, 3436 კი გარდაიცვალა.