რა მედიკამენტები უნდა გქონდეთ თან უსაფრთხო დასვენებისთვის


დასასვენებლად ქალაქგარეთ გასვლის დროს მცირეწლოვანი ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების თან წაღება საჭირო ბარგის ნაწილია, თუმცა პანდემიის პირობებში პრეპარატების ჩამონათვალს ანტისეპტიკური საშუალებებიც დაემატა.

ექიმების რჩევით, პატარა აფთიაქი უსაფრთხო დასვენების მსურველებს თან უნდა ჰქონდეთ.

ასეთი აფთიაქი ყოველთვის თან დაააქვს მსახიობ ლელა მებურიშვილს. „ზაფხულში ამ აფთიაქს ემატება, რა თქმა უნდა, მზის დამცავი, მწერების ნაკბენების საწინააღმდეგო, მოწამვლის, ალერგიის საწინააღმდგო, ბევრი ასეთი წამალი, რომ მერე ძებნა არ დავიწყოთ“,- განაცხადა ლელა მებურიშვილმა.

პანდემიის გამო მათ აფთიაქში არსებულ პრეპარატებს ასევე თავის დაცვის საშუალებებიც დაემატა: პირბადე, ანტისეპტიკური ხსნარი და ანტიბაქტერიული ხელსახოცი.