ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა - დაშავებულია 1 ადამიანი


ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა, შემთხვევა გლდანის ხიდებთან მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.