კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 351 თბილისში გამოვლინდა


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა, აჭარა- 61, იმერეთი - 68, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 41, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 352 პირი, მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში - 36, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 63 პირი, მათგან თბილისში - 38, აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 180 - თბილისში, 106 - აჭარაში. 3 957 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 169 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 96, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 6 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 077 პირი.

6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.42 %.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 468 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 788 პირი, აჭარაში - 1 552, იმერეთში - 918.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 285 645 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 547, გარდაიცვალა 3840 პაციენტი.