Tbilisi Open Air 2021 წელსაც არ გაიმართება


კორონავირუსის პანდემიის გამო Tbilisi Open Air 2021 წელსაც არ გაიმართება. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ განცხადებას. ასევე, აუქმებენ Tbilisi Open Air 2021-ის ფეისბუქის ივენთსაც.

"მთელი ამ დროის განმავლობაში დიდი იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა და ფესტივალის ჩატარებას წელს მაინც შევძლებდით, თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულფასოვნად ჩავატაროთ დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი, თუნდაც შემოდგომაზე.

ამ პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თქვენი უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველვყოთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ უცხოელი შემსრულებლების ქვეყანაში ჩამოყვანაზე", - წერია განცხადებაში.