⚠️ საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა მსხვერპლით დასრულდა - ტრაგედია ცოტა ხნის წინ დატრიალდა


ბათუმში, ურეხის დასახლებაში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ურეხში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 პირი კი ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს. დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან – ბიძა უშენებდა სახლს ძმისშვილს. აქვე იმყოფებოდნენ მათი ბიძაშვილებიც.

დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილნი. კლინიკა BMC-ის ინფორმაციით, მათთან სამი დაშავებული შეიყვანეს და სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბლურია და ამ დრისთვის შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, არჩილ კონცელიძის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ორსართულიანი სახლის პირველი სართული ბეტონის ნაგებობაა, ხოლო მეორე – ხის.

„დღეს სახლის ხის ნაწილის შეცვლის სამუშაოებს აწარმოებდნენ. დაგეგმილი ჰქონდათ ბეტონით ჩანაცვლება“, - განაცხადა არჩილ კონცელიძემ