მიღებულია უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი, რომლის მიხედვითაც ერთი ამერიკული დოლარი 3.4134 ლარი ეღირება, ევრო – 4.0585 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.7187 ლარი, ხვალ, 8 აპრილს ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეის ოფიციალური კურსით ერთი ამერიკული დოლარი 3.4069 ლარი ღირდა, ევრო – 4.0232 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.7131 ლარი.