ნიკოლოზ ბასილაშვილმა კალიარის ტურნირი წარმატებულად დაიწყო


იტალიის ქალაქ კალიარიში, მიმდინარე ATP-ს 250 ქულიანი ტურნირის 1/8 ფინალში, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რეიტინგის 128-ე ჩოგანს, სლოვაკ იოზეფ კოვალიკს დაუპირისპირდა და 3 სეტში, 4-6, 6-4, 7-5 დაამარცხა.

კალიარის ტურნირის 1/4 ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე, ATP-ი რეიტინგის 41-ე ნომერი, გერმანელი იან შტურფი იქნება. შეხვედრა 9 აპრილს, საქართველოს დროით: 13:00-ზე გაიმართება.