''23 წელია ვიტანჯები, ტყუპები გავაჩინე, ერთზე მითხრეს დაიღუპაო, მეორე მძიმედ არის და...'' - სულის შემძვრელი ისტორია, რომელსაც შვილდაკარგული დედა ავრცელებს


სოციალურ ქსელში, გვერდზე ''ვეძებ'' გავრცელდა სულისშემძვრელი ისტორია. პოსტიდან ვიგებთ, რომ დედამ შვილი 23 წლის წინ დაკარგა და დღემდე ეძებს.

facebook პოსტს უცველად გთავაზობთ:

ამ გვერდის წყალობით იქნებ ჩემი ნატვრაც გამართლდეს და რაც მთელი 23 წელია მტანჯავს ამისრულდეს...1998 წლის 14 იანვარს შემეძინა ტყუპი ბიჭები 1.900 წონით ორივე,ზესტაფონში.რამდენიმე საათის მერე მითხრეს ერთი დაიღუპა და ფილტვები არ გაეხსნაო,მეორე მძიმედაა და იბრძოლე იმისთვის ისიც არ დაიღუპოსო.იმის დასასაფლავებლად ფული გამომართვეს ჩვენ დავასაფლავებთო და მეც იქედან სულ ცარიელი არ წამოვსულიყავი რასაც მეუბნებოდნენ იმას ვაკეთებდი.არაფერი არ დაჭირვებია განსაკუთრებული არც ინკუბატორი არც ზედმეტი რამ.ახლა ვფიქრობ მაშინებდენ რომ ხმა არ გამეღო.მისი ტყუპისცალი გრძნობს რომ ცოცხალია და მინდა თუ სადმეა და თავის თავს შეიცნობს მის სახეში ან მისი მეორე ძმის სახეში იქნებ თვითონაც გვეძებს და უფლის ნებით ამდენი წლის შემდეგ გამოჩნდეს.ძალიან გთხოვთ გადააზიარეთ ვისაც მიგიწვდებათ თვალი და ყური, ერთი რამ მინდა დავამატო ჩემს პოსტს, გვარი კამკამიძედ უნდა იყოს ჩემი დაფიქსირებული მეუღლის გვარზე ვარ და ალბათ ამ გვარზე ვეწერები თუ რამე არსებობს - წერია პოსტში