კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად იმატებს - ნახეთ COVID19-ის უახლესი მონაცემები
საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს.
კორონავირუსს ქვეყანაში 19 პაციენტი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.