"გირჩის" 7 მოთხოვნა - რა შემთხვევაში შევა პარტია პარლამენტში?


როგორია "გირჩის" გზა, იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ვერ შედგება.

პარტიამ 7 მოთხოვნა "გირჩის" გაზეთში გამოაქვეყნა.

1. ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.

2. კერძო სკოლები სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან.

3. რაიონული პოლიციის შერიფებს აირჩევს მოსახლეობა პირდაპირი წესით.

4. პირველი ინსტანციის მოსამართლეებს პირდაპირი წესით აირჩევს ხალხი და ბრალდებულებს ექნება უფლება თავად აირჩიოს რომელი მოსამართლე გაასამართლებს, არჩეული თუ დანიშნული.

5. ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.

6. რესტიტუცია - ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად და

7. მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.

May be an image of text

დღეს, 15:00 საათზე "გირჩი" სამოქმედო გეგმისა და გაზეთის პრეზენტაციას გამართავს, თუმცა მანამდე პარტიამ გაზეთის პირველი გვერდი გამოაქვეყნა.

შეიტყვეთ ყველა ის სიახლე, რაც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მწიფდებოდა გირჩში, ექსკლუზიურად მხოლოდ გაზეთში "მეტი თავისუფლება"

ასევე, გაიგეთ, რა გზით აპირებს გირჩი სიარულს, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგება!!!

გაზეთის პირველი გვერდის ფოტო თიზერად - წერია "გირჩის" განცხადებაში.