მეთიუ პერიმ „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გადაღებებიდან პირველი ფოტო გამოაქვეყნა


სტრიმინგ-სერვისმა HBO პოპულარული სერიალის „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გადაღებები დაიწყო.

ეპიზოდში მთავარი როლების შემსრულებელი ექვსივე მსახიობი მონაწილეობს: ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, ლიზა კუდროუ, მეტ ლებლანი, მეთიუ პერი და დევიდ შვიმერი.

პერიმ Instagram-ზე გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოც გამოაქვეყნა და ასეთი წარწერა დაურთო: „მაკიაჟის ფუნჯის შეჭმამდე რამდენიმე წამით ადრე. ჩემს „მეგობრებთან“ შეხვედრაზე რომ აღარაფერი ვთქვა“.