ამირან გამყრელიძე : ვეცდები, რომ აღდგომის შემდგომ, პირველივე დღეებში ავიცრა


ავიცრები როგორც რიგითი მოქალაქე, რაც მას ეკუთვნის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აიცრება.

„29 აპრილს გამდის ის 4-თვიანი, ანუ 120-დღიანი ვადა. შემდეგ აღდგომაა. ვეცდები, რომ აღდგომის შემდგომ, პირველივე დღეებში ავიცრა. არ ავიცრები ისეთი ვაქცინით, რომ სალაპარაკო გახდეს მოსახლეობისთვის. ავიცრები როგორც რიგითი მოქალაქე, რაც მას ეკუთვნის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.