ეპიდვითარების გაუარესების ფონზე გორისა და ატენის მიტროპოლიტი შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს


ქვყანაში ეპიდვითარების გაუარესების ფონზე გორისა და ატენის მიტროპოლიტი შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს. როგორც ანდრია გვაზავამ წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ისაუბრა, ის, რომ ხელისუფლება ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას აპირებს, არასწორია.მეუფის თქმით, ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა; ეკონომიკური მდგომარეობა; საზოგადოების დაპირისპირება; სამედიცინო პერსონალის კარგი გამოცდილება, და პროფესიონალიზმი - ეს ის მთავარია მიზეზია, რის გამოც ქვეყანაში რეგულაციები არ უნდა გამკაცრდეს

ვფიქრობ, საჭიროა პირიქით, ამ აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან გონივრულად. ჩვენ, მოქალაქეებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ხელისუფლებას ამ ზომების დაცვაში იმიტომ, რომ ყველას ეხება ეს, ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - ადამიანის ჯანმრთელობას, - ამბობს მეუფე ანდრია.

მეუფის ამ მოთხოვნის ფონზე, თეოლოგები ამბობენ, რომ რეგულაციების შემსუბუქებამდე მეუფემ, მრევლმა და სტიქაროსნება მსახურების დროს ყველა ის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ, რაც ჯანდაცვის ექსპერტების მიერ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიმუშავეს. მათი განცხადებით, ეს წესები ყველაზე მეტად, სწორედ გორისა და ატენის ეპარქიაში შემავალ ტაძრებში ირღვევა. ქადაგებისას ჩანს, რომ არცერთ სასულიერო პირს, რომელიც მსახურებაზეა, პირბადე არ უკეთია. აღსანიშნავია ისინიც, რომ კასპის მუნიციპალიტეტში სამღვდელოების კლასტერის შესწავლა ეპიდემიოლოგებმა რამდენიმე დღის წინ დაასრულეს. კორონავირუსი სამთავისის ტაძრის მღველმსახურებსა და მრევს დაუდასტურდათ.