კოვიდაფეთქება ეკლესიაში - მღვდლები და მათი მრევლი კოვიდით დაინფიცირდნენ






კოვიდაფეთქება კახეთში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ინფიცირებულთა უმრავლესობა ბრიტანული შტამია, რომელიც ვეულებრივზე სწრაფად ვრჩელდება. ინფიცირებულები არიან სასულიერო პირები და მათი მრევლი, მათ შორის მასწავლებლები.

არსებული ინფორმაციით, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ლოაგოდეხის ორი სკოლა, და საკრებულო, სადაც ვირუსი ხუთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის ლაგოდეხის ''არქიმედეს'' კლინიკაში მოთავსებულია 35 კოვიდინფიცირებული პაციენტი.