109 წელი ტიტანიკის ტრაგედიიდან - ნახეთ გიგანტი ლაინერის ისტორია


ტიტანიკი, ინგლისური ლაინერი, მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი.

გიგანტი გემი, სახელად ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა.

გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ, გემი წყნარმა ოკეანემ შთანთქა. ტიტანიკის ჩაძირვა დიდი ტრაგედია იყო. მაშინ დადიოდა ხმები მის სიძლიერეზე და ამბობდნენ, რომ ტიტანიკს თვით ღმერთიც ვერ ჩაძირავდა.

ტრაგედიამ 1,517 ადამიანი იმსხვერპლა, იმ დროს გემზე სულ 2,223 მგზავრი იმყოფებოდა.

ამ რაოდენობის მსხვერპლი, გემზე არასაკმარისი რაოდენობის ნავებით იყო გამოწვეული. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი. მგზავრების დაღუპვის მიზეზი არა დახრჩობა, არამედ დაბალი ტემპერატურა გახდა.

1997 წელს ჯეიმზ კამერონმა გადაიღო ფილმი ''ტიტანიკი'' სადაც გადმოცემულია გიგანტური სამგზავრო ლაინერის ტრაგედია.

კადრები ფილმიდან ''ტიტანიკი''