ქეცბაია შეხვედრის მსვლელობისას გიორგი ქვილითაიას და მატჩის ტრანსლაციის რეჟისორს დაუპირისპირდა





კვიპროსში, თემურ ქეცბაია, მორიგ სასჯელს გადაურჩა.

„ანორთოსისის“ ქართველი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, 5 აპრილს „ლარნაკასთან“ სტუმრად 2-1 წაგებულ შეხვედრაში მორიგი ინციდენტის მონაწილე გახდა. ქეცბაია შეხვედრის მსვლელობისას სიტყვიერად ჯერ გიორგი ქვილითაიას დაუპირისპირდა, შემდეგ კი რატომღაც მატჩის ტრანსლაციის რეჟისორს მიაყენა შეურაცხყოფა.

ქართველი მწვრთნელი მსგავსი ინციდენტების გამო არაერთხელ დაისაჯა ფულადი ჯარიმითა და გაფრთხილებით, თუმცა კვიპროსული ფეხბურთის მმართველი ორგანო ამჯერად მხოლოდ მკაცრი გაფრთხილებით შემოიფარგლა.