Balenciaga-მ და Rammstein-მა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს


მოდის სახლმა Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, გერმანულ როკ-ჯგუფთან Rammstein ერთობლივი კოლექცია გამოუშვა. ამის შესახებ Metal Injection-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კოლექციაში შედის ნივთები ჯგუფის სიმბოლიკითა და მისი წევრების ფოტოებით, რომლებიც გოტფრიდ ჰელვაინმა გადაიღო. კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მოდელების ნაცვლად Rammstein-ის თაყვანისმცემლები გადაიღეს, რომლებიც საკუთარ ოთახებში პოზირებდნენ.

კოლექციაში შედის საწვიმრები, ჰუდები, კეპები, ჩანთები და ზურგჩანთები. თანამშრომლობის ფარგლებში Rammstein-მა Apple Music-ზე Balenciaga-ს არხისთვის ორსაათიანი ფლეი-ლისტი შექმნა: მათი სიმღერების გარდა ჩამონათვალში Red Hot Chili Peppers-ის, Nine Inch Nails-ის, ტომ იორკისა და AC/DC-ს კომპოზიციები მოხვდა.