''თანადგომა რიონის ხეობის მცველებს'' - გორში რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება


კვირას 18 აპრილს, გორში რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ინფორმაციას აქციის ორგანიზატორი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კვირას, 18 აპრილს, დღის 2 საათზე, გორის თეატრის წინ, ვიკრიბებით რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად!

შეკრება ემიჯნება ყველა პოლიტიკურ პარტიას და არის აბსოლუტურად მშვიდობიანი. თითოეული პირი, ვინც შეეცდება ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას მიჩნეულ იქნება პროვოკატორად; ასევე ის პირები, ვინც რაიმე ფორმით შეეცდებიან სიტუაციის გამწვავებას, ძალადობრივი ხასიათის მიცემას, გინებასა თუ სხვა შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას, ასევე, აღქმულნი იქნებიან როგორც პროვოკატორები!

აქციის მთავარი მიზანია საჯარო თანადგომა გამოვუცხადოთ რიონის ხეობის მცველებს, პატივი ვცეთ მათ მიერ არჩეულ მშვიდობიან და აპოლიტიკურ პროტესტის ფორმას და ჩვენც, ყოველგვარი პოლიტიკური ლოზუნგებისა და პირადი ამბიციების გარეშე, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ.

მოგიწოდებთ ყველას, დიდსაც და პატარასაც, თითოეული მოქალაქეს, მობრძანდეთ შეკრებაზე და ერთად დავიცვათ ქართული მიწა!!! - ნათქვამია განცხადებაში