ჯეფ ბეზოსი Amazon-ის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებას გეგმავს






Amazon-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის მმართველობიდან წასვლას აპირებს. მან ამ და სხვა საკითხებზე აქციონერებისთვის მიმართვა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ის როგორც კომპანიის მმართველი ბოლო წერილს აქვეყნებს.

ბეზოსი Amazon-ის მმართველის თანამდებობას 2021 წლის მესამე კვარტალში დატოვებს. კომპანიის ახალი მმართველი ენდი ჯასი გახდება, რომელიც Amazon Web Services ხელმძღვანელობდა. თავად ბეზოსი სავარაუდოდ კომპანიის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს და კომპანიისთვის ახალი პროდუქტებს შექმნის.

ბეზოსის ინფორმაციით, 2020 წელს კომპანიის მოგებამ $21,3 მილიარდი შეადგინა და 500 ათასი ახალი თანამშრომელი დაიქირავა. ამ დროისთვის კომპანიაში 1,3 მილიონი ადამიანია დასაქმებული.