"გეხვეწებით, გემუდარებით..." – გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამაღელვებელ განცხადებას ავრცელებს


გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ნანა ტერმაკოზაშვილი, სოციალურ ქსელში ამაღელვებელ მიმართვას ავრცელებს და ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ სიკვდილის გარდა სხვა, ნებისმიერი გამოსავალი მოძებნონ:

ბავშვებო! მოზარდებო! ჩემი შვილების კბილა გოგო-ბიჭებო!

რაც არ უნდა გამოუვალი გეჩვენებოდეთ სიტუაცია, იქიდანაც არსებობს გამოსავალი და სიკვდილის გარდა ყველა გამოსავალი უნდა სცადოთ! გეხვეწებით, გემუდარებით, გაუფრთხილდით სიცოცხლეს თუ რამე გაქვთ სათქმელი, თქვით ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი! ჯანდაბას, ვინმეს თუ არ მოეწონება! ოღონდ თავს ნუ მოიკლავთ! ოღონდ იცოცხლეთ! ოღონდ დახმარება გვთხოვეთ, თუ პრობლემა გაქვთ და მოუგვარებელი გეჩვენებათ არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა, არა! სთხოვეთ დახმარება მშობელს,მასწავლებელს, მანდატურს, დირექტორს, მეზობელს, მეგობარს... ვინმეს! ოღონდ თავს ნუ მოიკლავთ, ნუ!

გთხოვთ

გეხვეწებით

გემუდარებით

თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის – წერს ტერმაკოზაშვილი