თავდასხმა პოლიციელზე - ხუთი პირი სამართალდამცავს ხელკეტებით გაუსწორდა


პოლიციის განყოფილებაში პოლიციელი ხელკეტებით სცემეს - შემთხვევა ხაიშში მოხდა

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავს დაზიანებები 5-მა პირმა მიაყენა. შსს-ს თანამშრომელი ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან სამი უკვე დაკავებულია. მიზეზი კი პოლიციელის შენიშვნა გახდა, რომელიც მან თავდასხმამდე აღნიშნულ პირებს მისცა, რადგან არსებული ინფორმაციით, ისინი კომენდანტის საათის დროს, მთვრალები მანქანით გადაადგილდებოდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას ნიშნავს.

ფოტო: არქივი