მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ნახეთ როდიდან გაუარესდება ამინდი


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აპრილის ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოსთან ერეთად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

„ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი სითბო დაფიქსირდება,“ – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში