''გორი თქვენთანაა'' - რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერი აქცია გორში (პირდაპირი ეთერი)


გორში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქცია თეატრის სკვერში 14:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების შეკრების მთავარი მიზეზი, გიგანტურტი ნამოხვანჰესის მშენებლობის გაპროტესტება და რიონის ხეობის მცველების მხარდაჭერა იყო.

გორი თქვენთანაა

საქართველო არ იყიდება

არა ნამოხვანჰესს

ამ ლოზუნგების ფონზე მიმდინარეობდა აქცია გორში. აქციის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.